ფეხბურთი

16:22 | 22.08.2013 | ნანახია 1501 - ჯერ

პერტია ლატვიაში დაუმარცხებელია

 

რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგი” 2:0 დაამარცხა.

ირაკლი კლიმიაშვილი “სკონტოს” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ნახევარმცველმა მასპინძელთა კარში გატანილ პირველ გოლში თავისი წვლილი დაიდო. მე-16 წუთზე, მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი ალექსანდრს ფერტოვსს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. “სკონტომ” მეორე გოლი 35-ე წუთზე გაიტანა და მისი ავტორი ნაურის ბულვიტისი აღმოჩნდა.

 ლაშა დვალი, ლევან ჭაჭიაშვილი და ლადო დათუნაშვილი რიგელთა სამატჩო 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. სხვათა შორის, ხსენებული სამეული “სკონტოს” განაცხადში არც ერთი ტურით ადრე, იურმალას “სპარტაკსთან” (3:1) შეხვედრაში იყო. 

“სკონტოს” 41 ქულა აქვს და 10-გუნდიან ვირსლიგაში პირველ ადგილზეა. პერტიას შეგირდებს ჯერ თამაში არ წაუგიათ.



კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 23.08.2013
სავაშა__ (6590)

ამ კლიმიაშვილზე რა იმედებს ამყარებდნენ... ეჰ

17:21 | 22.08.2013
Liverpool-Liverpool (425)

vaaaaa sagol pertias

0.126134