ფეხბურთი

17:24 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერტია დვალს მომდევნო ტურში ელის

რიგის “სკონტოს” 17 წლის ნახევარმცველის ლაშა დვალი, ლატვიის ვირსლიგის სტარტზე თანაგუნდელებს, სათანადო დოკუმენტების არქონის გამო ვერ დაეხმარა. ამის შესახებ, რიგელთა მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ, პირველ ტურში “იურმალასთან” ვერმოგებული (0:0) მატჩის შემდეგ განაცხადა.

პერტიას იმედი აქვს, რომ მომდევნო ტურში “ილუკსტესთან” ჩასატარებელი შეხვედრისთვის, ყველა პრობლემა მოგვარდება და დვალი “სკონტოს” შემადგენლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დვალის გარდა, რიგის საფეხბურთო კლუბში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი, ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი ირიცხება.

 

თეგებილაშა დვალი
0.113673