ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, რიგის “სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიას ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია.
განვლილ ტურში, “ლიეპაიასთან” სახლში წაგებული (1:2) მატჩის მერე, პერტია რეაქციის მძაფრად გამოხატვის გამო დასაჯეს. ის ერთი თამაში ე.წ. “ტექნიკურ ზონაში” ვერ დაჯდება და ამის გარდა, 100-ევროიან ჯარიმას გადაიხდის.
ამასთანავე, ტრიბუნებზე ფოიერვერკების ხელმეორედ გამოყენებისთვის “სკონტო” 200 ევროთი დააჯარიმეს.









