ფეხბურთი

18:56 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერტია 200 ევროთი დააჯარიმეს

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა რიგის “სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია 200 ევროთი, ხოლო მისი თანაშემწე ანდრეი კალინინი 100 ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, კალინინი 2 მატჩით დისკვალიფიცირებულია.

სადისციპლინო კომიტეტმა ვერდიქტი “იელგავასა” და “სკონტოს” მატჩის მერე მიიღო, რომელიც რიგელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს. პერტია მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამის მისამართით არაეთიკური ჟესტების ჩვენებისთვის დასაჯეს, ხოლო კალინინი – მსაჯების შეურაცხყოფისთვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172504