ფეხბურთი

11:32 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესს კაკასი სჯერა

 

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველ კაკას ჯერ კიდევ შეუძლია, ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშოს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კაკასთვის შანსის მიცემას აპირებს. იტალიელი სპეციალისტი ამ თემასთან დაკავშირებით “რეალის” ხელმძღვანელობასაც ესაუბრა და მას უთხრეს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის შემადგენლობიდან ამოვარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უიღბლობაა.

“კაკა ფენომენალური ფეხბურთელია და თავის მაგიას კიდევ არაერთხელ დაგვანახებს. ამაში დარწმუნებული ვარ”, – უთხრა ფლორენტინო პერესმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.

 

0.115911