ფეხბურთი

12:11 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ფალკაოს ტრანსფერს არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “სამეფო კლუბი” “მონაკოს” კოლუმბიელი ფორვარდის რადამელ ფალკაოს შეძენითაა დაინტერესებული, ოღონდ ტრანსფერის ზამთარში განხორციელების ვარიანტი გამორიცხა.

“იანვარში ის ნამდვილად არ შემოგვიერთდება. სეზონის დასრულების შემდეგ კი... ვნახოთ. ფალკაო ბრწყინვალე ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მადრიდში თამაში სურს” – განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რადამელ ფალკაო “მონაკომ” გასულ ზაფხულში მადრიდის “ატლეტიკოსგან” 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.115767