ფეხბურთი

18:17 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “ანჩელოტი “რეალის” ჩაბარებასთან ახლოს 2-ჯერ იყო”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, კარლო ანჩელოტის “სამეფო კლუბის” ჩაბარების შანსი აქამდე 2-ჯერ ჰქონდა.

“ანჩელოტი? მასზე მეტს აღარ ვისაუბრებ, რადგან იტალიელს სხვა კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. თუ მკითხავთ, მომწონს თუ არა ის, გიპასუხებთ, რომ კარლო “რეალთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს 2-ჯერ იყო.

ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო. მან იცის, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელოვან ფეხბურთელებთან. ის შესანიშნავად მუშაობს მაშინ, როდესაც მასზე დიდი ზეწოლაა. ვფიქრობ, თავისი შანსის ხელიდან მესამედ გაშვებით ის გულდაწყვეტილი დარჩება.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106844