კომპანია „პეპსი“ ყველა ბავშვისათვის სასურველ, მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდის “ჟამის”-ის 100 ველოსიპედის, ორასი "როლიკისა" და ყველასათვის საყვარელი სასმელის - „პეპსი“-ს 20000 ბოთლის გათამაშებას იწყებს.
ახალი საზაფხულო აქციის დაწყებისა და დეტალების შესახებ, კომპანიის მენეჯმენტი 8 ივნისს, 13.00 საათზე, „კუს ტბაზე“ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოაცხადებს. კუს ტბის კაფეს ტერიტორიაზე ჩატარდება შეხვედრა მედიასთან, სადაც ჟურნალისტებისათვის სიმბოლურად გათამაშდება პირველი ველოსიპედი და სხვა პრიზები.
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მუდმივად ატარებს სამომხმარებლო კვლევებს, აქციის პრიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის ეყრდნობა ბავშვების მიერ გამოგზავნილ წერილებს. ამ ჯერზე, გათვალისწინებულია არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მშობლების აზრიც. აქციას, მხიარულების გარდა, საფუძვლად დაედო ჯანსაღი ცხოვრების წესი და ადრე გათამაშებული კომპიუტერების, ბურთების, MP3-პლეიერების შემდეგ, ამჯერად, ბავშვები საჩუქრად მიიღებენ ველოსიპედებს, „როლიკებს“ და რა თქმა უნდა, „პეპსის“, - აცხადებს პეპსის გენერალური დირექტორი, დავით ლომჯარია.
აქციის შედეგად, ყოველდღიურად, კომპანია “პეპსი” უამრავ ბავშვს გააბედნიერებს. მოგებულებს საშუალება ექნებათ, მიმართონ მიცკევიჩის #68-ში მდებარე სპორტულ მაღაზია „მაგელანს“, რომელიც საქართველოში კომპანია “ჟამის”-ის ოფიციალური წარმომადგენელია და 4 სხვადასხვა ზომის ველოსიპედიდან, მათვის შესაფერისი აირჩიონ.
„ამ ტიპის აქციებით, „პეპსი“ ცდილობს, ყველაზე დასაფასებელ მომხმარებლებს, ბავშვებს მეტი სიხარული აჩუქოს. აქციის მექანიზმი მარტივია: გახსენი “პეპსის” ნებისმიერი 500, 1250, 2000-მილიგრამიანი პროდუქტი ოქროსფერი, ველოსიპედის გამოსახულებიანი თავსახურით და მოიგე. პრიზების გაცემა 27 ივლისამდე იწარმოებს და მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგებულ ბავშვებს შეეძლებათ, საჩუქარი სწორედ ამ ვადაში მიიღონ,“ – აცხადებს „პეპსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ლევან კასრაძე.
მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს აქციაც ასევე წარმატებული იქნება, როგორც პირველი ორი, როდესაც კომპანიას გაყიდვები, გეგმასთან მიმართებაში, 20-26%-ით გაეზარდა.
კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“ (იგივე “პეპსი”) აწარმოებს “პეპსის”, “პეპსი მაქსს”, “პეპსი ლაითს”, “მირინდას”, “სევენ აპს”, “მაუნტინ დიუს”. ასევე, სს „იბერია რეფრეშმენტსი“ არის Pepsico-ს სხვა ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი: “ლიპტონი” (ცივი ჩაი), “ია” (წვენი) და “ფრუქტოვი სადი” (წვენი).
"იბერია რეფრეშმენტის" აქციონერები არიან: „ელსუ“, ახმედ აბდულა ალ შაფარი (ინვესტორი გაერთანებული არაბეთს ემირატებიდან), „იბერია ჯგუფი“ და ქართველი ფიზიკური პირები.
®







