ფეხბურთი

21:26 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინის “მალაგაში” დარჩენა უნდა, მაგრამ...

ესპანური “მალაგას” მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს “მალაგაში” დარჩენა უნდა, მაგრამ ის ასევე მიანიშნებს, რომ ჩილელი სპეციალისტი ანდალუსიურ გუნდში ყველაფრით კმაყოფილი არაა.

“მანუელს “მალაგაში” დარჩენა უნდა, რასაც მის მიერ ჩატარებული სამუშაო მოწმობს. პელეგრინისთვის “მალაგა” ზღაპარია. თუმცა, ჩვენ რეალური გადაწყვეტილებები გვსურს. ეს ჩემი კლიენტის ერთადერთი მიზანია. “მალაგას” შეუძლია პრიმერაში მესამე-მეექვსე ადგილებისთვის ბრძოლა განაგრძოს. როდესაც კონტრაქტს ხელს ვაწერდით, “რეალისთვის” და “ბარსელონასთვის” კონკურენციის გაწევა იგეგმებოდა. ახლა, ამ დონემდე მისვლა შეუძლებელია, მაგრამ “სევილიასთან” და “ვალენსიასთან” კონკურენცია შეგვიძლია.

თავდაპირველად, პროექტის განხორციელება რეალური იყო, მაგრამ ახლა, ყველაფერი ჰაერში ჰკიდია. “მალაგას” მხრიდან, პელეგრინისთან მოლაპარაკებების წარმოების სურვილი არავის გამოუთქვამს. ასე რომ, მიწაზე ვეშვებით და მუშაობას განვაგრძობთ.” – აცხადებს პელეგრინის აგენტი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანუელ პელეგრინის გადაბირების სურვილი ლონდონის “ჩელსის” აქვს.

0.115462