ფეხბურთი

20:07 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინიმ გვარდიოლა შეაქო

 

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ჩილელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბურთზე კონტროლი თამაშის ბედს გადაწყვეტს. მანჩესტერელთა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლას ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და “ბაიერნის” მწვრთნელის მისამართით ქებაც არ დაიშურა.

"ასეთ მატჩებში მნიშვნელობა ორივე გუნდის ფეხბურთელების სათამაშო ხარისხს უნდა მიენიჭოს. ორივე გუნდს ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. თუ ჩვენ "ბაიერნს" ბურთის ფლობის უპირატესობას მივცემთ, რთული გახდება მათი დამარცხება. ხოლო თუ ჩვენ დავამყარებთ ბურთზე კონტროლს, ვგონებ გამარჯვების პროცენტული შანსი გაგვეზრდება. ყველაზე ძლიერი ოპონენტი ამ თამაშში გვარდიოლა იქნება. მან იცის როგორ მართოს მატჩი და მისეული პრაქტიკა უკვე ცნობილია," - განაცხადა პელეგრინიმ.

ერთ-ერთი მძიმე დანაკლისი "სიტისთვის" სტევან იოვეტიჩი იქნება, რომელსაც მუხლქვედა მყესის ტრავმა აწუხებს.

გიორგი ბალახაძე

0.121884