ესპანური “მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში გუნდს ვერ უხელმძღვანელოს. ამის მიზეზი ჩილელი სპეციალისტის ოჯახური პრობლემაა.
ფრანგული France Football-ის ცნობით, ცოტა ხნის წინათ, პელეგრინის მამა დაეღუპა. “მალაგას” მთავარი მწვრთნელი სამშობლოში შაბათს, “სოსიედადთან” გამართული მატჩის შემდეგ გაემგზავრა და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ის სამშაბათამდე ესპანეთში დაბრუნებას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუმინეთთან მგონია რო არ წააგებენ