ფეხბურთი

18:59 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “პრიორიტეტები არ გვაქვს”

“პლზენთან” 3:0 მოგების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგა მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ პრემიერლიგის დავიწყებაც არ შეიძლება.

“გოლის გატანის შანსები პირველ ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ნამდვილად კარგად ავთამაშდით. ბევრს ვმოძრაობდით და თავისუფალ სივრცეებს ვიქმნიდით. როდესაც მეტოქე თავს 10 ფეხბურთელით იცავს, გატანა ძნელია.

ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, სადაც იოლი მატჩები არაა. ფეხბურთელებს ეს გათავისებული აქვთ და ისინი ყოველ მატჩში ბოლომდე დაიხარჯებიან. ჩვენს გუნდს პრიორიტეტები არ აქვს. ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანია, მაგრამ უმნიშვნელო არც პრემიერლიგაა.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.116088