ფეხბურთი

15:36 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი პრემიერლიგაში კვლავ საუკეთესოა

ინგლისის პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” მესაჭე მანუელ პელეგრინი დასახელდა. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.

“ქალაქელებმა” იანვარში ჩატარებული ოთხივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. სადღეისოდ, “სიტი” გათამაშების ლიდერ “არსენალს” 2 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ პელეგრინიმ თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. უკანასკნელად, ეს ლონდონის “ჩელსისთან” ერთად კარლო ანჩელოტიმ 2011 წელს შეძლო.

 

0.116865