ფეხბურთი

22:15 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი მსაჯობით უკმაყოფილოა

 

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი “არსენალთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩილელი სპეციალისტი ძალიან უკმაყოფილოა მსაჯობით და თვლის, რომ მარკ კლატენბურგის არასწორმა გადაწყვეტილებებმა მის გუნდს ქულები დააკარგვინა.

“მსაჯს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. ჩვენს კარში ორივე გოლი წესების დარღვევით გავიდა. პირველი გოლი მას შემდეგ მივიღეთ, რაც სამირ ნასრის ეუხეშნენ და ისე აართვეს ბურთი, ხოლო მეორე გოლისას უელბეკი არღვევდა კომპანისთან ორთაბრძოლაში თამაშის წესებს, მაგრამ არცერთ მომენტში მსაჯმა ჯარიმა არ დააფიქსირა.

“არსენალთან” სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია და ასეთი მსაჯობის პირობებში ქულა კარგი შედეგია. კლატენბურგმა გასულ წელს “ლივერპულთან” მატჩშიც ძალიან ცუდად იმსაჯა და შკრტელს ხელბურთის თამაში აპატია, რაც კინაღამ ჩემპიონობის დაკარგვად დაგვიჯდა”. – განაცხადა გაბრაზებულმა პელეგრინიმ. 


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.124152