“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდამსხმელ ედინ ჯეკოს გუნდიდან გაშვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, 27 წლის ბოსნიელ ლეგიონერ პელეგრინის წინამორბედი რობერტო მანჩინი დიდად არ ენდობოდა.
“ჯეკოს ორი კვირის წინ ვესაუბრე, მაშინ, როდესაც შვებულებაში იყო. მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს და მზადაა “სიტიში” დარჩეს. ჩემთვის იგი ძალიან საჭირო მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ყველას დაანახებს, რა შეუძლია” – განაცხადა პელეგრინიმ.
ედინ ჯეკო “მანჩესტერ სიტიში” 2011 წელს “ვოლფსბურგიდან” გადავიდა. გასულ სეზონში პრემიერლიგაში 32 თამაში ჩაატარა. აქედან 16 სასტარტო შემადგენლობაში და 14 გოლი გაიტანა.