ლეგენდარულმა პელემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ბარსელონაში” ახლახან გადასულ ახალგაზრდა ნეიმარს, პოტენციურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.
“მესის და კრიშტიანუ რონალდუს ძალიან ბევრი გოლები გააქვთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი საკმაოდ გამოცდილები არიან და მათზე მთელი გუნდი მუშაობს, გასაკვირი არაფერი იქნება. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ რამდენიმე წელიწადში ნეიმარი “ერთად აღებულ” მესი-რონალდუზე ძლიერი იქნება. ნეიმარი - ეს არის ფენომენი, რომელიც პირველად დაიბადა მსოფლიოში!” – უთხრა პელემ ერთ-ერთ ბრაზილიურ ტელეარხს.