ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა თამაშს აჩვენებს. ამის შესახებ პელემ Inside Spanish Football-თან განაცხადა.
“მესი “ბარსელონაში” განსხვავებული ფეხბურთელია, არგენტინის ნაკრებში კი, სულ სხვა გეგონებათ. საქმე ისაა, რომ კატალონიურ კლუბში მესის 2-3 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ. მაგალითად, ჩავი და ინიესტა.
არგენტინის ნაკრებში მესი თანაგუნდელებთან იმდენად შეთამაშებული არაა, როგორც “ბარსელონაში”. ამიტომაცაა, ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას სხვა ფეხბურთელად რომ გვეჩვენება”, - განაცხადა პელემ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალგაზრდებს აწინაურებენ?
აბა შენ იცი ყმაწვილო.