ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის, პელეს განცხადებით, ის რომ დღეს თამაშობდეს, კატალონიური “ბარსელონას” მაისურით იასპარეზებდა.
“დღეს რომ ფეხბურთელი ვიყო, “ბარსელონაში” ვითამაშებდი. თანამედროვე გუნდებიდან 2-3 გუნდში ვითამაშებდი, მაგრამ არჩევანს მაინც “ბარსელონაზე” შევაჩერებდი. ამ გუნდის სტილი ჩემი დროის “სანტოსის” სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება.” – აცხადებს პელე.