ფეხბურთი

11:00 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეკერმანი: “ასეთი ცუდი დღე ნაკრებში არ მქონია”

 

 

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეროვნულ გუნდში მუშაობის განმავლობაში ყველაზე ცუდი დღე გუშინ ჰქონდა. მიზეზად სპეციალისტმა რა თქმა უნდა რადამელ ფალკაოს ტრავმა დაასახელა.

“ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ფალკაო გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემპიონატზე მის გარეშე მოგვიწევს თამაში. ასეთი გულდაწყვეტილი ნაკრებში მუშაობის განმავლობაში არასოდეს ვყოფილვარ” - განაცხადა პეკერმანმა.

რადამელ ფალკაომ ტრავმა იანვარში მიიღო - ჯვარედინი მყესები დაიზიანა და მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი მუნდიალამდე დასრულდებოდა, მაგრამ ექიმების და ნაკრების თავკაცის მოლოდინი არ გამართლდა.


 

0.121564