“ბარსელონას” თავდამსხმელი პედრო როდრიგესი “კამპ ნოუზე” დასწრების პრობლემის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფეხბურთელები გრძნობენ, როდის არის მოედანი მხოლოდ სანახევროდ შევსებული.
“ბარსელონას” ბოლო ორი საშინაო თამაშის დროს (“ვალენსიასთან” და “სოსიედადთან”), “კამპ ნოუზე” დასწრება ჩვეულზე დაბალი იყო. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ ეს თამაშის დაწყების დროს დააბრალა, ხოლო გუნდის ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა უკმაყოფილება ორივეჯერ ხმამაღლა გამოხატა.
“ყოველთვის საგრძნობია, როდესაც მოედანი სანახევროდაა სავსე. 90 ათას და 38 ათას გულშემატკივრის წინაშე თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. თამაშები ღამის 10 საათზე იმართება და მოსაწყენად მიმდინარებს. უმჯობესი იქნება, თუ თამაშები 8 საათზე დაიწყება, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. განრიგს უნდა შევეგუოთ.” – ციტირებს პედროს სიტყვებს Goal-ი.