კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი პედრო როდრიგესი არასაკმარისი სათამაშო დროის გამო უკმაყოფილოა. კატალონიელთა შემტევს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ყოფნა სურს და თავის გამოჩენა მართებს.
“ლოგიკურია, რომ მოედანზე ყოველთვის მეტი დროის გატარება გინდა. კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, გუნდმა მოიგოს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, შანსი აუცილებლად მომეცემა. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილიც ვარ იმის გამო, რომ მუნდიალის წინ სათამაშო პრაქტიკას ვუჩივი. მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვეტილება ვისენტე დელ ბოსკემ უნდა მიიღოს”, - განუცხადა ესპანელ ჟურნალისტებს პედრომ.
გავრცელებული ინფორმაციით, პედრო “ბარსელონადან” აბარგებას არ გამორიცხავს.