ფეხბურთი

21:05 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პედრო და სანჩესი “ბარსელონაში” დარჩებიან

“ბარსელონას” გარემარბები, პედრო როდრიგესი და ალექსის სანჩესი მომდევნო სეზონშიც კატალონიურ კლუბში ითამაშებენ.

ბოლო დროს, ჩილელი და ესპანელი შემტევების “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი იწერება. სანჩესს “იუვენტუსს” უკავშირებენ, ხოლო პედროს კარიერის ინგლისში გაგრძელებას უწინასწარმეტყველებენ.

“ბარსელონას” პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, ალექსის სანჩესი კატალონიურ გუნდში თამაშს განაგრძობს. “ალექსისი არ იყიდება. ის ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის.” – აცხადებს ბართომეუ.

რაც შეეხება პედრო როდრიგესს – ესპანური პრესის ცნობით, “ბარსას” ახალმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ 26 წლის ფეხბურთელის გუნდში დატოვება გადაწყვიტა.

0.115199