კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელს პედრო როდრიგესს, გუნდში შექმნილი კონკურენციის არ ეშინია. 26 წლის ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, ბარსელონას ძირითად გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად ყოველთვის იბრძოდა.
"ნეიმარის გუნდში მოსვლამ კონკურენცია გაზარდა, პირადად მე მშვიდად ვარ, რადგან ეს პროცესი ყოველწლიურად მიმდინარეობს. ძნელია ითამაშო ძირითადში, თუმცა მე ეს არ მაშინებს და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები". _ განაცხადა პრესკონფერენციაზე პედრომ.
ესპანელმა ფეხბურთელმა ალექსის სანჩესზეც გააკეთა კომენტარი: "ის დიდებული ფეხბურთელი და მეგობარია. ბოლოდროინდელი მისი კარგი ასპარეზობა მიხარია. ჩვენ ყველას გვინდა თამაში, ეს ლოგიკურია".
გიორგი ბალახაძე