ფრანგი ნახევარმცველი ბენუა პედრეტი “ლილიდან” “აიაჩოში” გადაბარგდა. ტრანსფერს კლუბები ოფიციალურად ადასტურებენ.
პედრეტი ახალ კლუბში კვირას მივა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისათვის, “ლილის” გარდა, პედრეტის “სოშოში”, “მარსელში”, “ლიონსა” და “ოსერში” უთამაშია. საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ნახევარმცველმა 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით გამოირჩა.