ფეხბურთი

14:48 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პავლოვმა თარგამაძე გააფრთხილა

 

მარიუპოლის “ილიჩევეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა “სპორტ-ექსპრესს ვ უკრაინესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დავით თარგამაძე კლუბში არ გამოცხადდა.

“ამჟამად, “ილიჩევეცში” ერთბაშად 6 ფეხბურთელია არაა, რომლებიც “შახტართან” მატჩში განაცხადში იყვნენ. მათ გარდა, ჩვენს განკარგულებაში დავით თარგამაძე არ იმყოფება, რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგელობიდან არ დაბრუნებულა. ეს იმ დროს, როდესაც ეროვნულ გუნდში მისი პარტნიორი ჯაბა კანკავა “დნიპროდან” დნეპროპეტროვსკში უკვე ჩავიდა. თუ თარგამაძე უახლოეს ხანში კლუბში არ გამოჩნდება, მას იგივე ბედი ელის, რაც დანარჩენ მოთამაშეებს. მათთან კონტრაქტს გავწყვეტთ” – თქვა პავლოვმა.

0.116704