“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა პაულინიომ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა, რომ კლუბში თავისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა. ბრაზილიელი ლონდონში ზაფხულში გადაბარგდა და თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ “ტოტენჰემიდან” მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლისა და მის ნაცვლად ტიმ შერვუდის დანიშვნის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამასთან, შერვუდის კრიტიკის ობიექტიც გახდა.
“ჩემთვის ძნელი ასახსნელი იყო, რატომ გაუშვეს ვილაშ-ბოაში – ციტირებს პაულინიოს სიტყვებს The Guardian – გუნდში მან მიმიწვია და მისი წასვლით იმედგაცრუებული დავრჩი. შერვუდმა ცვლილებები განახორციელა. ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. მისი სტილი კი ფეხბურთელების სახალხოდ გაკრიტიკებაა. ცხადია, ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ გუნდის დამრიგებელია და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე. თუმცა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით უკმაყოფილებას ვერაფრით დავმალავ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქალებმაც და კაცებმაც 3.5 - 0.5 ანგარიშით მოიგენ. წარმატებები, იმედია მოგებებით გააგრძელებენ.
ბადურამ დაათავრა უკვე ბრავო ბადურ!! მეორე სუპერგროსი დადო ბეჭებზე...
კარგი ტურია დღესაც ჩვენებისთვის, ქალებში ჯავახიშვილმა და ბაციაშვილმა მოიგო, ძაგნიძე ფრე, ხოტენაშვილი მოიგებს ალბათ. კაცებში ფანცულაიამ მოიგო, სანიკიძესთან ფრე იქნება ალბათ, გელაშვილი მოგებაზე თამაშობს ვნახოთ რა გამოუვა, ბადურა კი უსრულებს სუპერგროსს და ალბათ მიიყვანს ბოლომდე თავის პარტიას. ბადურა და ფანცულაია მაგრად ასრულებენ!
წარმატებები,