ფეხბურთი

12:18 | 17.05.2014 | ნანახია 212 - ჯერ

პაულინიო: “ტოტენჰემიდან” წასვლა არ მინდა

“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა პაულინიომ ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის მიუხედავად, კლუბის დატოვებას არ აპირებს. ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა. მას შემდეგ 30 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენით “ჩელსია” დაინტერესებული.

“არ მინდა “ტოტენჰემიდან” წასვლა. ჩემი კარიერა წარმატებულია და თითოოროლა ნეგატიური მომენტი ვერაფერს შეცვლის. საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებაზე რომ დავფიქრდე” – განაცხადა პაულინიომ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066472
212