ფეხბურთი

14:28 | 5.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

პაულინიო ლონდონშია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პაულინიო სულ მალე გახდება ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი. BBC-ის ცნობით, “კორინთიანსის” შუახაზელი უკვე ინგლისში იმყოფება.

უახლოეს პერიოდში, პაულინიო მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშსა და პრეზიდენტ დანიელ ლევის შეხვდება. სავარაუდოდ, ნახევარმცველი კონტრაქტს ხელს პარასკევს მოაწერს. დიდი ალბათობით, ხელშეკრულება 4 ან 5-წლიანი იქნება.

“ტოტენჰემს” პაულინიოს ტრანსფერი 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:11 | 03.08.2019
Sport With pleasure (4571)

მიყვარდა ეს კაცი ახლა კი ასჯერ მეტად

0.069884