“კორინთიანსიდან” “სან პაულუში” იჯარით მოთამაშე ფორვარდმა ალეშანდრე პატომ რამდენიმე ევროპული კლუბისგან მიიღო წინადადება, მაგრამ ბრაზილიაში დარჩენას არჩევს.
“რამდენიმე კლუბისგან კარგი შემოთავაზებები მივიღე, მაგრამ ამ ეტაპზე, სამშობლოდან წასვლა არ მინდა. “სან პაულუს” იჯარას პატივს ვცემ და ვრჩები. დიდი კლუბებისკენ არ მივიღწვი, რადგან ისედაც დიდ კლუბში ვარ”, - განუცხადა ბრაზილიელმა ადგილობრივ მედიას.
რამდენადაც ცნობილია, “მილანის” ყოფილი ფორვარდის ხილვა “გალათასარაის”, “იუვენტუსს”, “ინტერს”, “არსენალსა” და “ტოტენჰემს” სურთ.