“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე “რომასთან” მოლაპარაკებებს მართავს. იტალიური პრესის ცნობით, 24 წლის არგენტინელი “ჯალოროსის” სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის უკვე შეხვდა.
პასტორემ ლორან ბლანის გუნდში ადგილი დაკარგდა და გარემოს გამოცვლაც ამიტომ სურს. თანაც, მისთვის იტალია ნაცნობია – პარიზში გადაბარგებამდე, “პალერმოს” ღირსებას იცავდა.
პასტორე პსჟ-ში წლიურად 4.5 მილიონ ევროს იღებს და ამ პირობის დაკმაყოფილება “რომას” არ შეუძლია. როგორც ირკვევა, მხარეები ახლა სწორედ ჯამაგირზე თათბირობენ.