ფეხბურთი

22:32 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პასტორე: “რომა”? ვნახოთ”

 

“პარი სენ ჟერმენის” არგენტინელი შემტევი ხავიერ პასტორე აცხადებს, რომ ის საფრანგეთის დედაქალაქში თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ არც იტალიურ “რომაში” დაბრუნებას გამორიცხავს.

“პარიზში ბედნიერი ვარ და აქედან წასვლა არ მინდა. თუმცა, არის რამდენიმე გუნდი, რომლებიც კლუბსა და ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ.

“რომას” კარგი შემადგენლობა ჰყავს. ეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება. ვნახოთ, რა მოხდება, თუ ამ გუნდიდან დამიკავშირდებიან.” – განაცხადა პასტორემ Fox Sports-თან საუბრისას.

ხავიერ პასტორე “პალერმოდან” პსჟ-ში 2011 წელს გადავიდა. პარიზული გუნდის მაისურით მან 107 თამაში ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, 24 წლის არგენტინელი მოედანზე 17-ჯერ ვიხილეთ.

0.114849