ფეხბურთი

11:46 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პასტორე პარიზში რჩება

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი ლეგიონერი ხავიერ პასტორე ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ნახევარმცველმა ფრანგულ მედიასთან საუბარში გააკეთა.

“პსჟ-სთან ჩემს კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება და ამ ზაფხულს არსად წასვლას ვაპირებ. პსჟ-ში ტიტულების მოსაგებად გადმოვედი და ეს გამომდის კიდეც. დიდი გუნდის ნაწილი ვარ და პარიზიდან აბარგების მიზეზი არ მაქვს”, - განაცხადა არგენტინელმა.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, პასტორემ პარიზელთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, სადაც თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

 

0.120382