ბრაზილიელი მცველი ალექსი ოფიციალურად „მილანის“ ფეხბურთელი გახდა. ამის თაობაზე „როსონერის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. პსჟ-ს ექსმცველმა იტალიურ გრანდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარიზიდან მილანში ალექსი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.
„მილანში მუხლჩაუხრელი მუშაობა გვმართებს, რათა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დავაბრუნოთ. მიხარია, „როსონერიში“ რომ მოვხვდი, საერთო წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ“, - განაცხადა ალექსმა წარდგენის ცერემონიალზე.







