“ბარსელონას” ხელმძღვანელობა “პარი სენ-ჟერმენის” მცველ ტიაგო სილვას ხელში ჩასაგდებად ძალ-ღონეს არ იშურებს. ესპანური გამოცემების ცნობით, პარიზელებმა კატალონიელთაგან უკვე პირველი ოფიციალური შეთავაზებაც მიიღეს, რომელიც 32 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ სავარაუდოდ, არ დათანხმდებიან, რადგან თავის დროზე სილვას ტრანსფერში მეტი გადაიხადეს.
შესაძლო ტრანსფერს “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ სილვას კატალონიაში გადასვლას მიესალმება, მაგრამ იქვე დასძინა, კარგი იქნება, თუ კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ხელთ არსებულ კადრებს სათანადოდ ენდობაო.