ფეხბურთი

15:33 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარიზელებმა იბრაჰიმოვიჩი აღიარეს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასახელდა. ამის შესახებ პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

30 წლის შვედი თავად პსჟ-ს გულშემატკივრებმა, გამოკითხვის შედეგად გამოარჩიეს. ხმის მიცემის პროცესი კლუბის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, იბრაჰიმოვიჩმა 30 გოლი მიითვალა და გათამაშების ბომბარდირიც გახდა. აქვე გეტყვით, რომ პარიზელებმა შვედი მეგოლე გასულ ზაფხულს, “მილანისგან” შეიძინეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116682