ფეხბურთი

11:29 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარიზელები იბრაჰიმოვიჩს ხელფასს გაუზრდიან

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ESPN-ის ცნობით, პარიზელები ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ხელფასის მომატებას გეგმავენ.

კლუბის ხელმძღვანელობა 31 წლის შვედის აგენტ მინო რაიოლას შეხვდა და ახალ კონტრაქტზე ესაუბრა. დიდი ალბათობით, ფორვარდის წლიური ანაზღაურება 14 მილიონიდან 16 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107801