ფეხბურთი

13:42 | 14.09.2014 | ნანახია 784 - ჯერ

პარდიუს “ნიუკასლიდან” გაძევება ემუქრება

 

ინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში “საუთჰემპტონთან” 0:4 მარცხმა, შესაძლოა, “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში მთავარ მწვრთნელთან განშორებაზე დააფიქროს.

ოთხ ტურში გუნდმა მხოლოდ ორი ქულის მოპოვება მოახერხა, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და ბუნებრივია, ასეთი შედეგით კმაყოფილი ვერავინ იქნება.

“საუთჰემპტონთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, “კაჭკაჭების” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ ჟურნალისტებთან ურთიერთობა იუარა, თუმცა, მერე განაცხადა, რომ მუშაობას განაგრძობს და გუნდს “ჰალ სიტისთან” მატჩისთვის ამზადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ “ნიუკასლი” “ვეფხვების” დამარცხებას ვერ მოახერხებს, 53 წლის სპეციალისტი პოსტს დატოვებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:33 | 15.09.2014
man united20 (1478)

მოუწევს წასვლა მაგ მხიარულს.

15:00 | 14.09.2014
italiafun-juventino (12319)

თამამი .ლეა!

13:59 | 14.09.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

გააჯ-მევინონ ამას დროზეეეეეეეეეე

0.147936