ავტოსპორტი

1:39 | 30.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

პარასკევი ჰამილტონისაა

ლუის ჰამილტონი გერმანიაში დაწყებულ საქმეს უნგრეთშიც აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, პარასკევის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, მას საუკეთესო შედეგები ჰქონდა. პირველ სესიაზე ჩემპიონატის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს აჯობა, მეორედ კი - ფერნანდო ალონსოს.

აღსანიშნავია, რომ ალონსოს, ვისაც უნგრეთში 30 წელი შეუსრულდა, მეორე სესიის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ჰამილტონმა ბოლოს მაინც აჯობა. სხვათა შორის, ბრიტანელ პილოტს ჰუნგარორინგზე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული და რა გასაკვირია, რომ ამ ტრასას ყოველთვის აქებს.

პირველ სესიაზე ავარია მოუვიდა მარკ უებერს, რომელმაც ერთ-ერთ მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და ბარიერს შეასკდა. შეჯახებისას, მის მანქანას მხოლოდ წინა ფრთა დაუზიანდა. უებერმა გზაზე დაბრუნება შეძლო და ნელი სვლით გაეშურა ბოქსებისკენ.

ორივე სესიის შემდეგ, პირველ ექვსეულში ადგილები მხოლოდ სამი გუნდის - „მაკლარენის“, „ფერარის“ და „რედ ბულის“ პილოტებმა დაიკავეს. სამაგიეროდ, კვლავ ექვსეულის გარეთ დარჩნენ „მერსედესის“ და „რენოს“ პილოტები. ამ უკანასკნელში, პირველ სესიაზე ნიკ ჰაიდფელდი ბრუნო სენამ შეცვალა, რომელიც მე-15 შედეგს დასჯერდა.

 

უნგრეთის დდ პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:23.350

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:23.564

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:23.642

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:23.666

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:23.772

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                         1:24.115

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:24.250

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)              1:24.369

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:24.620

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                       1:25.093

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                     1:25.113

12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:25.336

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდა)          1:25.357

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)           1:25.836

15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                              1:25.855

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)           1:25.890

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)         1:26.099

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:26.124

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:26.878

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:27.352

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:28.533

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                 1:28.903

23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:29.059

24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)             1:29.904

 

მეორე სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:21.018

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:21.259

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:21.322

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:21.508

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:21.549

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:22.099

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:22.121

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:22.440

9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:22.835

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:22.981

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:23.030

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:23.399

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)           1:23.679

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                         1:23.861

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:24.181

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:24.182

17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:24.546

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:24.878

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:24.994

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:25.447

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:26.823

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:27.261

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)              1:27.730

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:28.255

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163914