პარაგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, 3 სექტემბერს უკრაინაში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ვიზები გააუქმეს.
უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო, პარაგვაის ფეხბურთის ასოციაციას (APF) არ სურს მოთამაშეთა სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება, იუწყება foxdeportes.com-ი.
ამასთან, APF-მა უკრაინულ მხარეს თამაშის ავსტრიაში გამართვა შესთავაზა და მოსაფიქრებელი დრო მისცა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ახლა პარაგვაელები ამხანაგური მატჩის გამართვაზე შეთანხმების მიღწევას ავსტრიელებთან ცდილობენ.







