ინგლისის “ნიუკასლის” სენეგალელმა ფორვარდმა პაპის სისემ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და დიდი ალბათობით, მომავალი სეზონის პირველი ტურებიც გაუცდება.
28 წლის ფეხბურთელმა მუხლის ხრტილი პრემიერლიგის 35-ე ტურში, “სუონსისთან” 1:2 წაგებულ მატჩში მოიტეხა. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებული იყო.
“კაჭკაჭების” ოფიციალური საიტის ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ აღდგენით პროცესს რამდენიმე თვე დაჭირდება. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, სისემ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.







