ძიუდო

19:30 | 19.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა

დიუსელდორფის დიდი პრიზი პირველ-სამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეებმა გახსნეს - 60, 66 და 73 კილოგრამებში ჩემპიონ-პრიზიორები ორიოდ საათში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების წევრებმა კი სამეულისთვის ბრძოლა უკვე დაასრულეს. დღეს გერმანულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე 60 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) გავიდნენ. შედარებით უკეთ პაპინაშვილმა იჭიდავა, რომელიც შეჯიბრს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, სამხრეთკორეელ ჯინ-მინ იანგთან წმინდად წაგებით. იქამდე კი ქართველმა მსუბუქწონოსანმა ფინელი ვალტერი იოკინენი და გერმანელი ტობიას ენგლმაიერი ვაზარ-იუკოთი ჩამოიცილა. დიდ პრიზზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და პაპინაშვილმა მეოთხედფინალში მარცხით უმალ მე-5 ადგილი დაიკავა.
ასუმბანმა ტურნირი თბილისის მსოფლიოს თასის ფინალისტის, ყაზახი იერკებულან კოსაიევის იპონით ძლევით გახსნა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველ მსოფლიოს ჩემპიონთან, გიორგი ზანთარაიასთან შეხვედრაში თავად წამოეგო იპონზე.
ტატალაშვილისთვისაც მეთექვსმეტედფინალი გახდა დაუძლეველი ბარიერი გერმანელი რენე შნეიდერის იპონით ძლევის შემდეგ ესტონელ კინტერ როტბერგთან წმინდადვე წააგო.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166803