საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი ალმათიში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსს პირველივე წრიდან გამოეთიშა. მსოფლიოს რეიტინგსიის მეხუთეადგილოსანმა ქართველმა, დაწინაურების შანსი რუს ბესლან მუდრანოვთან (მე-8 ადგილი რეიტინგში) წმინდად წაგებით დაკარგა. გადამწყვეტ ილეთამდე მუდრანოვმა ერთი იუკოს აღებაც მოასწრო.
დღეს მსოფლიოს მასტერსზე ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. დანარჩენ ოთხ წონაში კი მედლები ხვალ გათამაშდება და ქართველთაგან ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) გავლენ.
ოთარ მაღლაკელიძე







