ძიუდო

13:15 | 21.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილმა მოგებით დაიწყო, შოშიაშვილმა უკვე დაასრულა

სტამბოლში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა პირველ ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, კიმონოები პირველებმა ამირან პაპინაშვილმა, ბეთქილ შუკვანმა (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავამ და გიორგი შოშიაშვილმა (66 კგ) მოირგეს.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყო და ორმა ქართველმა ჭიდაობაც მოასწრო. პაპინაშვილმა თურქ ოზკანოღლუ ისკენდერს მოუგო, ხოლო შოშიაშვილი რუმინელ ლასლო სზოკესთან დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ევროპირველობის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალური ვებ გვერდი www.eju.net აწარმოებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16833