ძიუდო

22:21 | 10.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ქართულ რეიტინგში დაწინაურდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წლევანდელი კონტინენტური პირველობებისა და ამ უქმეებზე ჩატარებული ბაქოს დიდი პრიზის შედეგებიცაა გათვალისწინებული.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან, აქამდე ყველაზე მაღლა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი იდგა, ახლა კი მან მე-9 ადგილიდან ერთი საფეხურით უკან დაიხია.
თურქულ ევროპირველობასა და აზერბაიჯანულ დიდ პრიზზე, ქართველთაგან ყველაზე მეტად ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) იყოჩაღა. ჯამში 238 (38+200) ქულა დააგროვა და 728 ქულით მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. მსუბუქ წონაში 47-ე ადგილიდან 34-მდე აიწია ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ბეთქილ შუკვანმა. მასსა და პაპინაშვილს შორის კი, 24-ე საფეხურზე დავით ასუმბანი დგას.
66 და 73 კილოგრამები ქართული გუნდის სუსტი წერტილია და სასიხარულო არც ბოლო ორ სარეიტინგო ტურნირზე მომხდარა. შალვა ქარდავა (66 კგ) მე-40 პოზიციაზე დგას, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი – 36-ზე. უმნიშვნელოდ, მაგრამ წინ მაინც ორივემ წაიწია. სამაგიეროდ, 81 კილოგრამში მოჭიდავე ლევან წიკლაური, 4 პოზიციით დაბლა დაეშვა და 25-ე საფეხურზეა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ,) იმავე მე-13 ადგილზე დგას, ხოლო მძიმეწონოსანთაგან კი, ყველაზე წინ ადამ ოქრუაშვილია. ნაკრების დისკვალიფიკაციამისჯილი კანდიდატი 29-ეა და ზვიად ხანჯალიაშვილს მხოლოდ 2 ადგილით უსწრებს.
საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის სარეიტინგო მაჩვენებელს და შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულს აქვე გთავაზობთ.


60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)            2200
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)            1228
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)                  1210
4 არსენ გალსტიანი (რუსეთი)                930
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)            812
8 ამირან პაპინაშვილი                               728
24 დავით ასუმბანი                                   325
34 ბეთქილ შუკვანი                                   266
81 ნესტორ ხერგიანი                                 62
93 პაატა მერებაშვილი                             52
179 სოსო ნიჟარაძე                                    10

66 კგ
1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)    1570
2 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)                            1286
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)                                 1190
4 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)                              971
5 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)                            950
40 შალვა ქარდავა                                                  200
120 პაატა მერებაშვილი                                       32
125 ზაზა კედელაშვილი                                      30
144 უჩა ხუციშვილი                                             24
153 სანდრო იაკობაშვილი                                  22
170 გიორგი შოშიაშვილი                                    18
172 მიხეილ ხომიზური                                       16
192 არსენა მაჭარაშვილი                                   12
202 გიორგი ფერსაშვილი                                   10

73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)            1634
2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)                1110
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)               1040
4 მანსურ ისაევი (რუსეთი)                      1000
5 იასუჰირო ავანო (იაპონია)                   908
36 ნუგზარ ტატალაშვილი                      220
52 ზაზა კედელაშვილი                            148
58 ამბაკო ავალიანი                                  132
88 თენგიზ პაპოშვილი                             112
133 დავით ქევხიშვილი                           30
133 დავით კუპრაშვილი                         30
154 მიხეილ ხომიზური                           22
163 ზვიად ბაზანდარაშვილი               20
177 ზურაბ ნოზაძე                                  16
191 დავით კობერიძე                             14

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)            1760
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)         1230
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)                    878
4 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)                   860
5 ელნურ მამადოვი (აზერბაიჯანი)       860
25 ლევან წიკლაური                                   360
48 ავთანდილ ჭრიკიშვილი                     184
57 დავით კარბელაშვილი                       146
74 ხვიჩა ხუციშვილი                                100
94 დავით ქევხიშვილი                             60
141 იოსებ წელაური                                 28
192 გიორგი ბაინდურაშვილი               12
209 პაატა ღვინიაშვილი                         8
227 დავით ჭაბუკაშვილი                      6
233 გრიგოლ შინჯიკაშვილი                4

90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია)                       1366
2 კირილ დენისოვი (რუსეთი)            1268
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)                  1168
4 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)    1138
5 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)   1040
10 ვარლამ ლიპარტელიანი                 654
49 მინდია ბოდაველი                           142
86 ზვიად გოგოჭური                             66
89 საბა გავაშელიშვილი                      58
107 ლაშა გურული                                34
115 გრიგოლ მამრიკიშვილი              30
130 გიორგი ცოციაშვილი                   24
155 ბეთქილ ნავერიანი                      12

100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)                1680
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)               1224
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)           1044
4 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია)   1006
5 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა)  988
16 ლევან ჟორჟოლიანი                      560
31 ირაკლი ცირეკიძე                          354
54 დავით ლორიაშვილი                   108
72 რევაზ ჩიკოიძე                               56
111 ნოდარ მეტრეველი                    20
123 ზურაბ ზვიადაური                   18

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)            2080
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)              1510
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)        1306
4 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია)         904
5 კეიჯი სუძუკი (იაპონია)                   874
29 ადამ ოქრუაშვილი                            264
31 ზვიად ხანჯალიაშვილი                  250
42 ლაშა გუჯეჯიანი                              176
72 ნოდარ მეტრეველი                           66
126 გიგა გუბელაძე                               8

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171766