ძიუდო

15:25 | 6.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ფინალს მიუახლოვდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა, ბაქოს “დიდ პრიზზე” ორი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი, ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. ყაზახი აშხატ ტელმანოვი წუთნახევარში დააიპონა, აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს კი ვაზარით გასცდა და ნახევარფინალში ფინელ ვალტერი იოკინენს დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურისთვის უკრაინის სახელით მოჭიდავე უხვტიტულა ქართველი გიორგი ზანთარაია და მონღოლი ბოლდბაატარ ჩიმედ იონდონი იბრძოლებენ.
დღესვე, მედლები 66 კილოგრამშიც თამაშდება. საქართველოს სახელით ამ წონაში შალვა ქარდავა გამოდიოდა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა, მონღოლ ხიშიგბაიარ ბუუვეიბაატართან.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით თექვსმეტ საათზე დაიწყება. ჩვიდმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მათ ვიდეოჩანაწერს გადასცემს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166854