ფეხბურთი

13:35 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაოკ-ში 18 წლის ქართველი მცველი ვარჯიშობს

სალონიკის პაოკ-ში 18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე ვარჯიშობს. ის ორიოდე თვის წინაც იყო პაოკ-ში გასინჯვაზე და მწვრთნელ ჰუბ სტევენსს თავი მოაწონა, ამჯერად კი ხელახლა გამოიძახეს.

"ქართველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საკმაო პერსპექტივაა იმისა, რომ პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმონ. ის რუსთავის "მეტალურგის" წევრია და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ირიცხება" – წერს ბერძნული Novasports-ი. 

ჩაკვეტაძე ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ესპანეთთან ბოლო წუთზე გოლიც აქვს გატანილი – ეს შარშან, ბაქოში გამართულ "კასპიის თასზე". ახლა კი ჩაკვეტაძე 19-წლამდელთა ნაკრებშია, რომელსაც ასევე მაისურაძე წვრთნის.

პაოკ-ს კი წარდგენა არ სჭირდება: გუნდი წინა სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და მიმდინარე ჩემპიონატშიც ამ პოზიციაზეა. სალონიკის კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111629