სხვა

18:21 | 18.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაკიაო 2013 წლამდე რჩება

პრომოუთერული კომპანია Top Rank-ის შეფის, ბობ არუმის განცხადებით, ფილიპინელი მენი პაკიაო პროფესიულ რინგზე 2013 წლამდე დარჩება და ამ პერიოდში 6 შეხვედრას ჩაატარებს. წონითი კატეგორიის მიუხედავად, მსოფლიოს უძლიერეს მოკრივედ მიჩნეული პაკიაო, უახლოეს ბრძოლას 7 მაისს, მსოფლიოს ამერიკელი ექს-ჩემპიონის, შეინ მოზლის წინააღმდეგ გამართავს. შემდეგს კი სავარაუდოდ, ოქტომბერში.
“პაკიაო უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 2 შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თავად მითხრა, ერთი თვის წინ, დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე” – უთხრა არუმმა BoxingScene.com-ს.
პრომოუთერს, მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის დაპირისპირების შანსებზეც ჰკითხეს, მაგრამ არუმმა ირონიულად იკითხა: “მეივეზერი? ვინმემ რამე იცის ამ კაცის შესახებ? რას საქმიანობს ან სად შეიძლება მისი მოძებნა?”

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091593