თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ნონა გაფრინდაშვილის თასის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე (2543) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
დასკვნით ტურში პაიჭაძე თეთრი ფიგურებით სომეხ რობერტ ჰოვანისიანს (2592) დაუზავდა და მე-2 ადგილზე გასულ უკრაინელ
საბოლოოდ, ფანცულაიამ 6.0 ქულით მე-4 შედეგი აჩვენა. ასეთივე მონაგარით, შესაბამისად, მე-6, მე-8, მე-10 და მე-11 პოზიციები დაიკავეს კონსტანტინე შანავამ (2550), შოთა აზალაძემ (2498), გიორგი სიბაშვილმა (2335) და გიგა ყუფარაძემ (2471).
ქალებში საუკეთესო შედეგები ასევე ქართველებს ჰქონდათ. მერი არაბიძემ (2411), ნინო ხურციძემ (2467) და მაია ლომინეიშვილმა (2366) 5.5-5.5 ქულა მოაგროვეს.