ჭადრაკი

23:03 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძე გამარჯვებასთან ახლოსაა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის მოგების ჩინებული შანსი აქვს ლუკა პაიჭაძეს (2543), რომელსაც უკანასკნელი მე-9 ტურის წინ 7.0 ქულა გააჩნია და უახლოეს კონკურენტებს – ლევან ფანცულაიას (2590), რობერტ ჰოვანისიანს (სომხეთი, 2592) და ვლადიმირ ონიშჩუკს (უკრაინა, 2593) ქულით უსწრებს.

ბოლოსწინა ტურში პაიჭაძემ შავი ფიგურებით ბრაზილიელ ალექსანდერ ფიერს (2579) სძლია, ფანცულაია ჰოვანისიანს დაუზავდა, ხოლო ონიშჩუკმა შოთა აზალაძე (2498) დაამარცხა.

17 სექტემბერს ბოლო ტურის პარტიებია დაგეგმილი. პირველ დაფაზე პაიჭაძე ჰოვანისიანს დაუპირისპირდება, ფანცულაია კი – ონიშჩუკს.

0.120374