იტალიური “მილანის” ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. Football Italia-ს ცნობით, იტალიელი “როსონერიში” 2016 წლამდე დარჩება.
აპენინური პრესის ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელი ახალ კონტრაქტს კი გააფორმებს, მაგრამ პირობები არ შეიცვლება, ანუ, წლიური ანაზღაურება ისევ 2.7 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისათვის, პაცინის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში, იტალიელმა მილანელთა მაისური 21 მატჩში მოირგო და 12 გოლით გამოირჩა.